ENG განაცხადი

კომპანია

გაეცანით ჩვენს კომპანიას, აკრედიტაციასა და მუშაობის პრინციპებს.

კომპანიის შესახებ

შპს სახანძრო ექსპერტიზის ბიურო შეიქმნა 2018 წელს და ის წარმოადგენს აკრედიტებულ A კატეგორიის ინსპექტირების ორგანოს. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო ობიექტების პროექტების საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და ინსპექტირება სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში.

მაღალი სამუშაო სტანდარტის დაცვითა და პროფესიონალთა გუნდის ჩართულობით, ორგანიზაციამ 2020 წელს მოიპოვა ISO/IEC 17020:2012/2013-ის სტანდარტის სახელმწიფო აკრედიტაცია.

შპს სახანძრო ექსპერტიზის ბიურო დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე პროფესიონალებით, რომელთა მოღვაწეობა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოიცავს მრავალწლიან პერიოდს.

კომპანია აკრედიტებულია შემდეგ სფეროში: სამშენებლო პროექტის (შენობის და ნაგებობის) ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობა/ინსპექტირება სახანძრო უსაფრთხოების ნაწილი. ასევე ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირება (სახანძრო უსაფრთხოების ნაწილი).

კომპანიის ტექნიკური სამსახური აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყოებითა და აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტ/შემფასებლებს, უმაღლეს დონეზე მოახდინონ სპეციფიკური ტექნიკური ტიპის ექსპერტიზა.

მისია და მიზანი

თანამედროვე კაცობრიობა დგას უამრავი გამოწვევის წინაშე. გამოწვევების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებასთან. მასთან გამკლავება კი მოითხოვს ფიზიკურ, ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსებს. სახანძრო ექსპერტიზის ბიურო და მისი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დააკმაყოფილოს არსებული გამოწვევები აღნიშნულ სფეროში.

იმ მდგომარეობაში, როდესაც გამოწვევები და საფრთხეები იზრდება (მაღლივი შენობები, ენერგოტევადი ობიექტები და ა.შ.), აუცილებელია მათთან სისტემური გამკლავება. ჩვენს მისიას წარმოადგენს ყველა იმ საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა, რაც ადამიანის სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ. შედარებით მარტივია იმუშაო იმ საფრთხეების პრევენციაზე, რომელთან ბრძოლის გამოცდილება და წესები არსებობს. სწორედ აღნიშნული წესების დაცვით შპს „სახანძრო ექსპერტიზის ბიურო“ და მთელი მისი გუნდი ცდილობს შეიტანოს საკუთარი წვლილი.

კომპანია ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე. სიცოცხლის უფლება ადამიანის უპირველესი ფუნდამენტური უფლებაა და მის დასაცავად აუცილებელია ყველა არსებული გამოცდილების გათვალისწინება, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელება, როგორც დარგის ექსპერტების, არის ჩვენი მთავარი მიზანი.

ბიზნეს პრინციპები

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები, ჩვენ ვიცავთ ISO/IEC 17020:2012/2013-ის სტანდარტის მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ექსპერტ/შემფასებლის მიუკერძოებლობას, კონფიდენციალურობასა და დამოუკიდებლობას.

თითოეული საქმისა და პროექტის განხილვისას კომპანია წესის მიხედვით ადგენს რისკების სიას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამუშაოების მიუკერძოებლად განხორციელებას.

ხარისხი და ნებართვები

სახელმწიფო აკრედიტაცია

შპს სახანძრო ექსპერტიზის ბიურო არის A კატეგორიის ინსპექტირების ორგანო, რომელიც აკრედიტებულია სახელმწიფოს – სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“-ის მიერ.

ISO სტანდარტი

კომპანია აკმაყოფილებს ISO/IEC 17020:2012/2013-ის მოთხოვნებს.

A კატეგორიის ორგანო

დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს საზომს იმისა, რომ ორგანოს აქვს თვალსაჩინო დამოუკიდებლობა და შეუძლია მიუკერძოებლად შეასრულოს სამუშაოები.

აკრედიტაციის მოწმობა GAC-IB-0337
აკრედიტაციის მოწმობა GAC-IB-0337

განვიხილოთ თქვენი პროექტი

მოგვიყევით შენობის ან პროექტის შესახებ და აგიხსნით შემდეგ ნაბიჯებს.