პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ყველა შენობა-ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს საევაკუაციო გეგმით და „გასასვლელი“ (ე.წ. exit) მაჩვენებლებით.
ევაკუაციის დროს მნიშვნელოვანია მიჰყვეთ შემდეგ სამოქმედო ნაბიჯებს:
- მიყევით ე.წ. „exit“ ნიშნებს, გაემართეთ ყველაზე ახლო გასასვლელისკენ.
- არ გამოიყენოთ ლიფტი.
- კვამლის არსებობის შემთხვევაში დაიხარეთ დაბლა და იმოძრავეთ უახლოესი გასასვლელისკენ.
- თუ დიდია დაკვამლიანება, აიფარეთ სახეზე სველი ნაჭერი.
- გამოიყენეთ სპეციალური საევაკუაციო აღჭურვილობა განსხვავებული უნარების მქონე პირების საევაკუაციოდ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს როგორ ვიქცევით ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში:
თუ ცეცხლი წაგეკიდათ, ჩააქრეთ იგი მხოლოდ იატაკზე გორაობით, ან გადაიფარეთ რამე, რაც ცეცხლმოკიდებულ ადგილს ჟანგბადის მოქმედებას შეუზღუდავს.