კომპანიის შესახებ

შპს სახანძრო ექსპერტიზის ბიურო შეიქმნა 2018 წელს და ის წამოადგენს აკრედიტებულ A კატეგორიის ინსპექტირების ორგანოს. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო ობიექტების პროექტების საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და ინსპექტირება სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში.

მაღალი სამუშაო სტანდარტის დაცვითა და პროფესიონალთა გუნდის ჩართულობით, ორგანიზაციამ 2020 წელს მოიპოვა ISO/IEC 17020:2012/2013- ის სტანდარტის სახელმწიფო აკრედიტაცია.
შპს სახანძრო ექსპერტიზის ბიურო დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე პროფესიონალებით, რომელთა მოღვაწეობა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოიცავს მრავალწლიან პერიოდს.

კომპანია აკრედიტებულია შემდეგ სფეროში : სამშენებლო პროექტის (შენობის და ნაგებობის) ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობა/ინსპექტირება სახანძრო უსაფრთხოების ნაწილი.
ასევე ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირება (სახანძრო უსაფრთხოების ნაწილი).

კომპანიის ტექნიკური სამსახური აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყოებითა და აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს, დამოუკიდებელ ექსპერტ/შემფასებლებს, უმაღლეს დონეზე მოახდინონ სპეციფიკური ტექნიკური ტიპის ექსპერტიზა.

Start typing and press Enter to search

Shopping Cart