როგორ უნდა მოვიქცეთ ევაკუაციის დროს?

როგორ უნდა მოვიქცეთ ევაკუაციის დროს

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ყველა შენობა-ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს საევაკუაციო გეგმით და „გასასვლელი“ (ე.წ. exit) მაჩვენებლებით. 

ევაკუაციის დროს მნიშვნელოვანია მიჰყვეთ შემდეგ სამოქმედო ნაბიჯებს: 

მიყევით ე.წ. „exit“ ნიშნებს,  გაემართეთ ყველაზე ახლო გასასვლელისკენ. 

არ გამოიყენოთ ლიფტი.

კვამლის არსებობის შემთხვევაში დაიხარეთ დაბლა და იმოძრავეთ უახლოესი გასასვლელისკენ. 

თუ დიდია დაკვამლიანება, აიფარეთ სახეზე სველი ნაჭერი. 

გამოიყენეთ სპეციალური საევაკუაციო აღჭურვილობა განსხვავებული უნარების მქონე პირების საევაკუაციოდ. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს როგორ ვიქცევით ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში: 

თუ ცეცხლი წაგეკიდათ, ჩააქრეთ იგი მხოლოდ იატაკზე გორაობით, ან გადაიფარეთ რამე, რაც ცეცხლმოკიდებულ ადგილს ჟანგბადის მოქმედებას შეუზღუდავს.

Share this post

There are no comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Start typing and press Enter to search

Shopping Cart