სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ

აღსანიშნავია ფაქტი, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისას ან შეუსრულებლობისას პირი 500 ლარით დაჯარიმდება. თუ ეს ნორმები ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში დაირღვა, მაშინ ჯარიმა 1000 ლარია.

        შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისთვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისას ჯარიმა 1000 ლარია.

      შენობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაუცველობა დაჯარიმდება 1000-დან 5000 ლარამდე.

     300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ის ფაქტიც, თუ დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია არ იქნება შეტანილი (თუ სავალდებულოა ასეთი ინფორმაციის შეტანა).

       პროექტის მიხედვით, კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ან შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდება კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრე 5000 ლარიდან 10000 ლარამდე.

  სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

       1000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ხანძრის ჩასაქრობად, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნაზე.

       საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

     2018 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე სახანძრო წესების დარღვევისთვის სულ 510 ობიექტი დაჯარიმდა. ჯარიმამ კი 51 800 ლარი შეადგინა.

     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში სულ 248 ობიექტი შემოწმდა, აქედან 66 კლუბი და გასართობი ცენტრი იყო, ხოლო 182 სავაჭრო ცენტრი და კომპლექსი.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ პირველ აგვისტომდე ჯარიმის ოდენობა 50-დან 200 ლარამდე შეადგენდა, ხოლო დღეის მდგომარეობით ჯარიმა გაიზარდა და 2 000-დან 5 000-მდე შეადგენს.პირველი აგვისტოდან, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადავიდა. სანქციები კანონში გათვალისწინებულია იერარქიულად: გაფრთხილება, დაჯარიმება და საქმიანობის შეჩერება.

Share this post

There are no comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Start typing and press Enter to search

Shopping Cart