ყველაფერი ხანძრის შესახებ

ყველაფერი ხანძრის შესახებ

რა არის ხანძარი? ხანძარი ეს არის უკონტროლებადი წვა, რაც იწვევს გარემოს ან ქონების დაზიანებას, საფრთხეს უქმნის ადამიანისა და სხვა ცოცხალი არსებების  სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ხანძარს თან ახლავს ფიზიკური და ქიმიური პროცესები, მიმდინარეობს სპეციალური კერისა და ადამიანის კონტროლის გარეშე.  

 

ხანძრის გაჩენის ფაქტორებია: ჟანგბადი, ტემპერატურა (სიმხურვალე) და წვადი მასალა. 

ხანძარი მოიცავს ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის რიგ საშიშ ფაქტორებს, ესენია: 

ა) ღია ცეცხლი და ნაპერწკლები, რაც იწვევს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანებას; 

ბ) ტოქსიკური ნივთიერებები, რაც იწვევს მოწამვლას; 

გ) კვამლი, რაც იწვევს მხვედველობის მკვეთრ გაუარესებას; 

დ) ტემპერატურის მკვეთრი აწევა (150 ცელსიუსი და მეტი);  გარემოში  ტემპერატურის  ზრდამ  შეიძლება  გამოიწვიოს  ადამიანის კანის, თვალის  და  სასუნთქი  გზების  სხვადასხვა  ხარისხის  დამწრობა.

– კანის გახურების დასაშვები ტემპერატურა არ აღემატება  45 °С.

ე) ჟანგბადის კონცენტრაციის დაწევა გარემოში; 

ვ) სამშენებლო კონსტრუქციების დაშლა და ჩამონგრევა. 

 

გამოიყოფა ხანძრის და ცეცხლის კლასები. 

ხანძრის კლასებია: 

A კლასი – როდესაც იწვის: ხე, ქაღალდი, ქსოვილი, პლასტიკა, მერქანი, და სხვ.;

B კლასი – აალებადი და წვადი სითხეების და დნობად მყარი ნივთიერებათა წვა;

C კლასი – აალებადი აირების წვა. მაგალითად, როგორიცაა მეთანი, პროპანი და სხვ; 

D კლასი – როდესაც იწვის: მაგნიუმი,  კალიუმი,  ნატრიუმი და სხვ;

E კლასი –  როდესაც იწვის ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრო დანადგარები და მოწყობილობები; 

Share this post

There are no comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ ღილაკს Enter მოსაძებნად

Shopping Cart